ჩვენს შესახებ

შპს სანტელმასტერი

შპს „სანტელმასტერი“  არის თქვენი სანდო პარტნიორი სანტექნიკის  ყველა საკითხში.

 

კომპანია 2022 წლიდან ოპერირებს აჭარის მასშტაბით , საქმიანობის სფეროს კი წყლისა და წყალარინების სისტემები წარმოადგენს, კერძოდ : წყალგაყვანილობა, გათბობის სისტემების მონტაჟი, საკანალიზაციო მილების მონტაჟი და მათი მომსახურეობა, ჭების ამოტუმბვა სპეც ტექნიკით,მილების გამორეცხვა წყლის ჭავლით,ნებისმიერი სირთულის საკანალიზაციო ქსელის გაწმენდა,წყლის ჟონვის ფარული დაზიანების მოძებნა-აღმოჩენა იატაკში და კედელში რენტგენით,სკანერით და აკუსტიკური აპარატით, საკანალიზაციო მილების ვიდეო მონიტორინგი სპეც კამერით. წყლის ახალი გაყვანილობის მონტაჟი და არსებულის შეკეთების სერვისი.

 

,,სანტელმასტერის“ უპირატესობა პროფესიონალი სანტექნიკოსებით დაკომპლექტებული გუნდია, რომლების ასევე დამატებითი სერვისის სახით გთავაზობთ სანტექნიკოსის კონსულტაციას გამოძახებით.

 

კომპანია გთავაზობთ სრულ სანტექნიკურ მომსახურებას ქ.ბათუმში, როგორც  სახლის მფლობელებისთვის, ასევე ბიზნესებისთვის.

 

კომპანია კორპორატიულ მომხმარებლებს სთავაზობს  სააბონენტო მომსახურეობას (დაზღვევას 24/7)  წყლის და საკანალიზაციო სისტემებზე.

 

აღნიშნული დაზღვევით სარგებლობენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა : „აგროჰაბი“, „შერატონი“,  „რედისონი“,  “სამორინე ჰილტონი“ და სხვა.